понедельник, 3 марта 2014 г.

კითხვა- პასუხი (დამატებითი კვება)


                                                                                   ნათია ცირდავა
კითხვა: გამარჯობათ  ჩემი პატარა 6 თვისაა და ახასიათებს საჭმლის შემდეგ ამოქაფება . ადრე უფრო ხშირად და ეხლა უფრო იშვიათად, თუ შეგიძლიათ მითხარით საყლაპავის შევიწროებასთან ხომ არ გვაქ საქმე?  არის ხელოვნურ კვებაზე და კიდევ რა დამატებითი საკვები უნდა დავუმატო? 

 ბავშვთა კვება



  პასუხი:  წამოქაფება რომელსაც თქვენ მეუბნებით არის ფიზიოლოგიური პროცესი და შეიძლება გაგრძელდეს 12-18 თვემდე. თუ ბავშვს ნამატი კარგი აქვს და  აღნიშნული წამოქაფება მის ზოგად მდგომარეობაზე არ აისახება მაშინ საყლაპავის სტენოზზე (შევიწროებაზე) ნუ ეჭვობთ.
ზოგადი სქემა დამატებითი საკვების მიცემის არის ასეთი
  6 თვიდან დამატებითი კვება უნდა დაიწყოთ ერთი სახეობის  საკვებით. ახალ საკვებს ბავშვი უნდა შეეჩვიოსს ნელ-ნელა. 1-2 ჩაის კოვზიდან, წვენების მიცემა უნდა მოხდეს 5-6 წვეთიდან. ახალ საკვებთან შეგუებას შეიძლება დასჭირდეს 15-20 დღეც. ახალ საკვებზე ბავშვის უარმა არ შეგაშინოთ, ეს ბუნებრივი მოვლენაა და არ ნიშნავს რომ საკვებს საერთოდ არ მიიღებს.
   დამატებითი საკვები ბავშვს მიეცით კოვზით. უპირატესად გამოიყენეთ ფაფები ( წიწიბურა, შვრია- " ჰერკულესი" , ბრინჯი) , ბოსტენულის პიურე, ხილის წვენები, ხილფაფები
 7 თვიდან - ბოსტნეულის პიურეს შეგიძლიათ დაუმატოთ წიწილის ხორცი, ნელ -ნელა ჩართოტ ხაჭო და კვერცხის გული.
 8 თვიდან - ხბოს ხორცი სუპში 1-2/ ( ხორცსაკეპ მანქნაში გატარებული) , ხბოს ხორცის შეჩვევის შემდეგ  მაწონი.
 9 თვიდან - თევზის ხორცი, ყველი ( უმარილო)


Комментариев нет:

Отправить комментарий