четверг, 27 февраля 2014 г.

ნაწლავური მიკროფლორა

                                                                             ნათია ცირდავა
    როდის იწყება ახალშობილის ნაწლავებში  ბაქტერიული ფლორის კოლონიაზაცია?
       ახალშობილის სტერილური ნაწლავების ბაქტერიებით კოლონიზაცია იწყება სიცოცხლის პირველი საათებიდან. ეს პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს და 4 საათის შემდეგ მეკონიუმში უკვე გვხდება  ბაქტერიული ფლორა.

  
                           
                                                   ნაწლავის მიკროფლორა

   როგორია ახალშობილების ნაწლავთა მიკროფლორა და რა ახდენს მასზე     გავლენას?
      საწყისი მიკორფლორა გამოირჩევა მრავალფეროვნებით bifidobacteria, eneterobacteria, bacteroides, clostridia და გრამ დადებით კოკები. Staphylococcus aureus   ახალშობილთა ნაწლავების ძირითადი კოლონიზატორია.  ახალშობილთა ნაწლავების კოლონიზაცია პირდაპირ კავშირშია მშობიარობის ტიპთან ( ვაგიალური, საკეისრო კვეთით), გესტაციურ ასაკთან, კვებასთან ( ქალის რძით, ფორმულით). დედის სტრესმა  შეიძლება გავლენა მოახდინოს ნეონატების მიკროფლორაზე.

   რას წარმოადგენს ნაწლავური ფლორა?
ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავური ფლორა თვითრეგულირებადი სისტემაა.
მიკროორგანიზმები მუდმივ განახლებას განიცდის. ბაქტერიების გენერაციის დრო რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდეა.
  
   რა არეგულირებს  ბაქტერიების ჭარბ ზრდას და გავრცელებას 
     მასპინძლის ფაქტორები:
                ·            ნაწლავების პერისტალტიკა;
          ·          კუჭის სიმჟავიანობა;
          ·           ნარვლის და პანკრესისი სეკრეტის ანტიბაქტერიული მოქმედება;
          ·         ნაწლავების იმუნური ფაქტორები;
          ·         ლორწოს ფენა;

      მიკრობული ფაქტორები:

              ·   რეოქსიდაციის პოტენციალის შეცვლა;
              ·       რაოდენობის შემცირება;
              ·    ზრდის ინჰიბიტორები ( მოკლე-ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები,                     ბაქტერიოციდები);
              ·      ბაქტერიების ადჰეზიის უნარის დათრგუნვა;
       რას ეწოდება დისბიოზი?
      ნაწლავის ფლორის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ცვლილებებს ეწოდება დისბიოზი ან დისბიოცენოზი.
       რა უწყობს ხელს დისბიოზს?
                 ·             ავადმყოფობა;
          ·           საკვების შემცირებული მიღება ან შიმშილი;
          ·          ნაწლავების პერისტალტიკის ცვლილებები;
          ·          კუჭის მჟავიანობის შემცირება ( ანტაციდები, ჰისტამინობლოკატორები)
          ·            ფართო სპექტირს ანტიბიოტიკები;
          ·          გარემოს არახელსაყრე;ო ფაქტორების ზემოქმედება;

Комментариев нет:

Отправить комментарий