понедельник, 3 марта 2014 г.

ბავშვთა კვება

                                 
                                              დამატებითი კვება                
                                                                                             ნათია ცირდავა

      პირველი 6 თვის განმავლობაში ქალის რძე, ისევე როგორც ხელოვნური ნარევი მთლიანად აკმაყოფილებს ბავშვის მოთხოვნილებას. ხოლო 6 თვიდან ბავშვს ესაჭიროება სხვა ნახევრად მყარი საკვების დამატება. არაადაპტირებული ნარევის გამოყენების შემთხვევაში დამატებით კვება იწყება 2-4 კვირით ადრე.  დამატებითი საკვები ავსებს ბავშვის  კვებით რაციონს სხვადასხვა საჭირო ნივთიერებებით, მიკროელემენებითა და ვიტამინებით.
     დამატებითი საკვების დანიშვნის ვადების განსაზღვრა ემყარება ბავშვის წონაში ნამატს და მისი ინტერესის გამოტულებას სხვა საკვების მიმართ. აგრეთვე გასათვალისწინებელია წელიწადი დროს.
    დამატებითი საკვების ნაადრევი დაწყება ( 6 თვემდე ) ზრდის  დისპეპსიურ მოვლენებს, ალერგიული დაავადებების , ლაქტაციის შემცირებისა და ხელახლა დაორსულების რისკს.  თუმცა საზიანოა დამატებითი კვების გვიანი დაწყება . ( იწვევს ზრდა განვითარების შეფერხებას)

 დამატებითი კვებისას უნდა დაიცვათ შემდეგი ძირითადი წესები:




  • ყოველი ახალი საკვები დაიწყეთ თანდათან მზარდი დოზებით, თავდაპირველად 5-10 გ-ით, და თანდათან ადიხართ საჭირო რაოდენობამდე;
  • არ შეიძლება ერთროულად ორი ახალი საკვების მიღება. ყოველი ახალი საკვების დამატება შესაძლებელია, მხოლოდ მას შემდეგ რაც პატარა  უკვე მიეჩვია პირველ დამატებით საკვებს.
  • საკვების მიცემა საჭიროა კოვზით და არა საწოვრით. საწოვარას გამოყენების შემდეგ, ხშირად ძუძუს აღარ კიდებენ პირს;
  • საკვები უნდა მომზადდეს ყოველი კვების წინ, სისუფთავის ყველა წესის დაცვით.
  • კონსიტენციის მიხედვით უნდა იყოს ჰომოგენური, რომ არ გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება.  ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად საკვებს ნელ- ნელა ასქელებთ, და საბოლოოდ აწვდით მყარ საკვებს. ( ასე თანდათან ეჩვევა ღეჭვას)
  • ძუძუზე მყოფ ბავშვს დამატებით საკვებს 9 თვემდე აძლევენ ძუძუთი კვების შემდეგ, 9 თვიდან კი სთავაზობენ ჯერ საკვებს და მერე ძუძუს. მოგვიანებით შესაძლებელია 1 კვების მთლიანად შეცვლა დამატებითი საკვებით. ხელოვნური კვების დროს ბავშვს ჯერ უნდა მისცეთ დამატებითი საკვები და შემდეგ ნარევი, თანდათან ზრდიან დამატებითი საკვების რაოდენობას, სანამ მთლიანად არ შეცვლის 1 ულუფაზე მისაღებ ხელოვნურ ფორმულას. 
  • არ არის რეკომენდებული 2 მყარი და 2 თხევადი საკვების ერთდროული მიცემა  (მაგ. ფაფის და პიურეს, ან ბულიონი და კისელის, რადგან პირველ შემთხვევაში საკვები ძნელად მოინელება , ხოლო მეორე შემთხევაში კი ადვილად გადავა კუჭიდან და ნაადრევ შიმშილს გამოიწვევს)
 დამატებით კვებათა შორის აუცილებელია საათობრივი რეჟიმის მკაცრი დაცვა, არანაკლებ 3.5-4 ს-სა, კვებათა შორის დასაშვებია წახემსება ( მაგ : ხილ-ფაფის მიწოდება)

* გამოყენებული ლიტერატურა ნ. ხერხეულიძის " ბავშვთა დაავადებების პროპედევტიკა".

Комментариев нет:

Отправить комментарий