вторник, 18 марта 2014 г.

მალაბსორბციის სინდრომი ( ცისტური ფიბროზი)

   რას წარმოადგენს ცისტური ფიბროზი და როგორია მისი კლინიკური მანიფესტაცია

      ცისტური ფიბროზი( მუკოვისციდოზი) ევროპული რასის მოსახლეობის ლეტალობის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული აუტოსომურ-რეცესიული იშვიათი დაავადებაა. მიზეზი მე-7 ქრომოსომის გენში - „ ცისტური ფიბროზის ტრანსმებრანულ რეგულატორი“ განვითარებული მუტაციაა.(CFTR)  ზოგადად პოპულაციაში ყოველი ერთი ადამიანი 25-დან გამომწვევი გენის ჰეტეროზიგოტული მატარებელია, კლინიკურად გამოვლენილი დაავადების სიხშირეა 1/25000 ცოცხლადშობილ ახალშობილზე.




 
დაავადება კლინიკური სურათის მრავალფეროვნებით შეიძლება გამოვლინდეს.

              ცისტური ფიბროზის კლინიკური მანიფესტაცია
         ტიპიური სიმტომები
           სავარაუდო სიმპტომები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი
  •  მეკონიური  ილეუსი
  •  პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა ბავშვებში

  •            ზრდაში ჩამორჩენა
  •            ჰიპოპროტეინემია
  •            ცხიმში ხსნადი ვიტამინების ნაკლებობა
  •            დისტალური ნაწლავის ობსტრუქციის სინდრომი
  •            რექტალური პროლაფსი
  •            ბილიარული ციროზი
  •            პორტული ჰიპერტენზია
  •            ქოლელითიაზი ბავშვებში ჰემოპლიზური პათოლოგიის გარეშე
  •            პირველად სკლეროზული ქოლანგიტი
  •            ეგზოკრინული პანკრეასული უკმარისობა მოზრდილებში
  •            მორეციდივე პანკრეატიტი

სინოპულმონური მანიფესტაცია
  •    პერსისიტიული რესპირაციული ინფექცია   Pseudomonas aeruginosa ინფექცია
  • პერსისიტიული რესპირაციული ინფექცია Bukholderia capacia ინფექციით
  •  ორივე ზედა წილის ბრონქოექტაზია
  •  ნაზალური პოლიპები ბავშვებში

  •            პერსისიტიული  ან მორეციდივე რესპირაციული ინფექცია (staphylococcus aureus, pseudomas aureginosa , acgromobacter xyloxidans an haemophilus influenza)
  •            ბრონქოექტაზიის , ატელექტაზის პერსისტული ინფილტრაციის რადიოლოგიური ნიშნები
  •            ჰემომფტიზი ასოცირებული ფილტვის დიფუზურ დაავადებასთან, რომელიც არ უკავშირდება ტუბერკულოზს ან ვასკულიტს
  •            ქრონიკული პროდუქტიული ხველა
  •            ალეგიული ბრონქოპულმონარული ასპერგილოზი
  •            ნაზალური პოლიპები მოზრდილებში
  •            ქრონიკული პანსინუსიტის რადიოლოგიური ნიშნები
  •  

   სხვა
  • ჰიპოქლორემიული ალკალოზი, ღებინების გარეშე
  • თანდაყოლილი ბილატერალური განუვითარებელი

        <40 წელზე ასაკში
  •            ატიპიური დიაბეტი 

* გამოყენებული ლიტერატურა
Bristol Paediatric Cystic Fibrosis Guidelines. (2007)United Bristol Healthcare 1-st edition


Комментариев нет:

Отправить комментарий