ხორხის სტენოზი

ხორხის სტენოზი – ხორხის სანათურის მნიშვნელოვანი შევიწროება ან მისი სრული დახურვა. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ სტენოზებს. მწვავე სტენოზი შესაძლოა განვითარდეს უეცრად, ელვისებურად ან განვითარდეს თანდათანობით, რამდენიმე საათის განმავლობაში. აღინიშნება ჭეშმარიტი და ცრუ კრუპის, ბავშვებში მწვავე ლარინგოტრაქეობრონქიტის, ხორხის შეშუპების, ფლეგმონური ლარინგიტის, ქონდროპერიქონდრიტის, უცხო სხეულის, ტრავმის, უკანა ბეჭდ-ციცხვისებრი კუნთისორმხრივი დამბლის დროს. ქრონიკული სტენოზისათვის დამახასიათებელია ხორხის სანათურის ნელი და მყარი შევიწროება. თუმცა ხორხის ქრონიკულად მიმდინარე შევიწროების პერიოდში, არახელსაყრელი პირობების დროს (ანთება, ტრავმა, სისხლჩაქცევა და სხვ.) შესაძლოა სწრაფად განვითარდეს ხორხის მწვავე სტენოზი. ქრონიკული სტენოზები წარმოიქმნება ხორხის ნაწიბუროვანი ცვლილებების ნიადაგზე ტრავმის, ქონდროპერიქონდრიტის, სკლერომის, დიფთერიის, სიფილისის, სიმსივნის დროს. Read the rest of this entry »