ადენოიდები adenoids

ადენოიდები - ხახის (ცხვირ-ხახის) ნუშის პათოლოგიური ზრდა (ჰიპერპლაზია,ჰიპერტროფიით). ხახის ნუში კარგადაა განვითარებული ბავშვებში; დაახლოებით 12 წლის ასაკიდან იგი პატარავდება და მოზრდილებში მთლიანად ატროფირდება.
 ადენოიდები
ადენოიდები ხშირია 3 – 10 წლის ასაკის ბავშვებში, თუმცა შესაძლებელია აღინიშნებოდეს სიცოცხლის პირველ წლებში და სქესობრივი მომწიფების შემდეგაც. ადენოიდების განვითარებას ხელს უწყობს ბავშვთა ინფექციები (წითელაქუნთრუშადიფთერია), ზედა სასუნთქი გზების ვირუსული და მიკრობულ-ანთებითი დაავადებები, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, ალერგია; არ გამოირიცხება მემკვიდრეობითი ფაქტორის როლი. Read the rest of this entry »