იანგგერონ-2
(იანგ გე რონ-2) ბუნებრივი პრეპარატია, ყოველგვარი ქიმიური მინარევების გარეშე. გამოიყენება სქესობრივი ფუნქციის სტიმულირებისათვის მამაკაცებში (ერექციის დაქვეითებისას, ნაადრევი ეაკულაციის დროს) და სქესობრივი დისფუნქციის სამკურნალოდ ქალებში (ლიბიდოს დაქვეითება, ფრიგიდულობა). იანგგერონ-2
(იანგ
გე რონ-2) შეძენა შესაძლებელია ავერსი ფარმას, პსპ ფარმასა და ჯიპისის აფთიაქების ქსელში. >>>>
пятница, 28 декабря 2012 г.
понедельник, 26 ноября 2012 г.
მექანიკური სიყვითლე
ლალი დათეშიძე
მექანიკური სიყვითლე – პათოლოგიური სინდრომი, რომელიც განპირობებულია ნაღვლის სადინრებიდან ნაღვლის გამოდენის დარღვევით. მექანიკური სიყვითლის მიზეზებია: განვითარების მანკები (ატრეზიები, ქოლედოქის ცისტები, თორმეტგოჯა ნაწლავის დივერტიკულები, ნაღვლის სადინრების ჰიპოპლაზია); ნაღველკენჭოვანი დაავადება, კენჭები ნაღვლის საერთო და ღვიძლის სადინრებში, ანთებითი სტრიქტურები და სტენოზები (ნაღვლის სადინრების სტრიქტურები, ანთებითი ან ნაწიბუროვანი პაპილოსტენოზი); ანთებითი დაავადებები (მწვავე ქოლეცისტიტი, პერიქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, პანკრეატიტი, ალვეოლარული ექონოკოკოზი ღვიძლის კარის მიდამოში); სიმსივნეები (ნაღვლის სადინრების პაპილომატოზი, ღვიძლისა და ნაღვლის საერთო სადინრების, თორმეტგოჯა ნაწლავის დვრილის, კუჭქვეშა ჯირკვლის თავის კიბო, ღვიძლის კარის მეტასტაზები და ლიმფომები). სადინრების დაცობა იწვევს ნაღვლის მჟავების ცვლის მოშლას, რაც განაპირობებს კანის ქავილს. გარდა ამისა, ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს ხშირად წარმოიქმნება ჰიპერქოლესტერინემია და ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვის უკმარისობა, უპირველეს ყოვლისა
შეკრულობა
ლალი დათეშიძე
შეკრულობა, ყაბზობა – დეფეკაციის ხანგრძლივად შეჩერების პოლიეტიოლოგიური სინდრომი.
განასხვავებენ შეკრულობის შემდეგ სახეებს:
1. ნევროგენული შეკრულობა (ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური ან ორგანული დაავადებები, დეფეკაციის რეფლექსის დათრგუნვა და სხვ.);
2. რეფლექტორული შეკრულობა (საჭმლის მომნელებელი ორგანოების ორგანული დაზიანებებისას, ასევე სხვა ორგანოებისა და სისტემების), მათ შორის პროქტოგენული;
3. ტოქსიკური შეკრულობა (მორფინით, ნიკოტინით, ნიტრობენზოლით, ტყვიით მოწამვლისას, ქოლოლიტიკებისა და სპაზმოლიტიკების დიდი დოზებით მიღებისას);
4. ენდოკრინული შეკრულობა - ჰიპოფიზის, საკვერცხეების ფუნქციის დარღვევისას;
5. ალიმენტური შეკრულობა (საკვებთან უჯრედისის არასაკმარისი შეღწევით);
6. ჰიპოკინეტიკური შეკრულობა (არასაკმარისი ფიზიკური აქტივობისას, ადინამიის დროს და სხვ.);
7. მექანიკური შეკრულობა (ნაწლავის შევიწროება სიმსივნით, ნაწიბურებით, ან მსხვილი ნაწლავის თანდაყოლილი პათოლოგიური დაგრძელებით, მისი ინტრამურალური ნერვული წნულების განუვითარებლობა, გირშპრუნგის დაავადება).

ზემოთ ჩამოთვლილმა მიზეზებმა შესაძლოა გამოიწვიონ უპირატესად ნაწლავის მოძრაობის,სეკრეციისა და შეწოვის, ან ვაზომოტორული დარღვევები, თუმცა უმრავლეს შემთხვევაშიშეკრულობა წარმოადგენს რამდენიმე დარღვევების შედეგს.
იხ. გაგრძელება >>>>>
იხ. გაგრძელება >>>>>
Подписаться на:
Сообщения (Atom)