ლალი დათეშიძე
siyvitleმექანიკური სიყვითლე – პათოლოგიური სინდრომი, რომელიც განპირობებულია ნაღვლის სადინრებიდან ნაღვლის გამოდენის დარღვევით. მექანიკური სიყვითლის მიზეზებია: განვითარების მანკები (ატრეზიები, ქოლედოქის ცისტები, თორმეტგოჯა ნაწლავის დივერტიკულები, ნაღვლის სადინრების ჰიპოპლაზია); ნაღველკენჭოვანი დაავადება, კენჭები ნაღვლის საერთო და ღვიძლის სადინრებში, ანთებითი სტრიქტურები და სტენოზები (ნაღვლის სადინრების სტრიქტურები, ანთებითი ან ნაწიბუროვანი პაპილოსტენოზი); ანთებითი დაავადებები (მწვავე ქოლეცისტიტი, პერიქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, პანკრეატიტი, ალვეოლარული ექონოკოკოზი ღვიძლის კარის მიდამოში); სიმსივნეები (ნაღვლის სადინრების პაპილომატოზი, ღვიძლისა და ნაღვლის საერთო სადინრების, თორმეტგოჯა ნაწლავის დვრილის, კუჭქვეშა ჯირკვლის თავის კიბო, ღვიძლის კარის მეტასტაზები და ლიმფომები). სადინრების დაცობა იწვევს ნაღვლის მჟავების ცვლის მოშლას, რაც განაპირობებს კანის ქავილს. გარდა ამისა, ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს ხშირად წარმოიქმნება ჰიპერქოლესტერინემია და ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვის უკმარისობა, უპირველეს ყოვლისა