კუჭის კედლის ლორწოვანი გარსის ანთება. მწვავე გასტრიტი– კუჭის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება.
პათოგენეზი: ზედაპირული ეპითელისა და კუჭის ლორწოვანი გარსის ჯირკვლოვანი აპარატის დისტროფულ – ნეკროზური დაზიანება და მასში ანთებითი ცვლილებების განვითარება. ანთებითი პროცესი შესაძლოა შემოიფარგლოს ლორწოვანი გარსის ზედაპირული ეპითელიუმით, ან გავრცელდეს ლორწოვანის მთელს სისქეზე, ინტერსტიციალურ ქსოვილზე და კუჭის კუნთოვან შრეზეც კი. მწვავე გასტრიტი ხშირად მიმდინარეობს როგორც მწვავე გასტროენტერიტი ან მწვავე გასტროენტეროკოლიტი.