пятница, 23 октября 2015 г.

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

..
..

четверг, 15 октября 2015 г.

პრებიოტიკები, პრობიოტიკები, სინბიოტიკები


სტატია მომზადების პროცესშია. ვერსია, რომელიც ამჟამად აქ დევს,  სარედაქციო ჯგუფისთვისაა განკუთვნილი.
პრებიოტიკები – საკვების გადაუმუშავებელი ინგრედიენტები, რომლებიც ახდენენ მსხვილი ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის ერთი ან რამოდენიმე ჯგუფის ზრდის სტიმულირებასა და მეტაბოლურ  აქტივობას.


პრობიოტიკები - მიკრობული წარმოშობის ცოცხალი  მიკროორგანიზმები და ნივთიერებებია, რომლებიც ბუნებრივი შეყვანისას დადებით ეფექტს ახდენენ მასპინძელი ორგანიზმის ფიზიოლოგიურ, ბიოქიმიურ და იმუნურ რეაქციებზე, მისი მიკრობიოლოგიური სტატუსის  ოპტიმიზაციის გზით. Read the rest of this entry »

ფაგების კლასიფიკაცია



ვირუსების კლასიფიკაციის საერთაშორისო ცენტრის მონაცემებით ბაქტერიოფაგები იყოფა 13 ოჯახად, რომლებშიც გაერთიანებულია 31 გვარი. Read the rest of this entry »

ფაგების მორფოლოგია



ბაქტერიოფაგების უმრავლესობა მორფოლოგიურად ჰგავს სპერმატოზოიდს ან თავკომბალას. მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილია კაფსიდი. Read the rest of this entry »

ანტიბიოტიკი თუ ბაქტერიოფაგი


რომელ წამალს უნდა მივცეთ  უპირატესობა, თუ ავადმყოფობის მიზეზი პათოგენური მიკროფლორაა? ნებისმიერ აფთიაქში შემოგთავაზებენ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს, ბაქტერიოფაგებს კი – ნაკლებად, რადგან მათზე ინფორმაცია არ აქვთ ექიმებსაც კი. თუმცა, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ინტერესი ბაქტერიოფაგებისადმი გაიზარდა.


ანტიბიოტიკები და ბაქტერიოფაგები მოქმედებენ უშუალოდ მიკრობებზე, მხოლოდ ანტიბიოტიკები ანადგურებენ არა მარტო პათოგენურ, არამედ ნორმალურ მიკროფლორასაც. ბაქტერიოფაგები კი მოქმედებენ მხოლოდ პათოგენურ მიკროორგანიზმებზე. ასეთი არჩევითი მოქმედება განპირობებულია ფაგების ბუნებით.Read the rest of this entry »

ბაქტერიოფაგების გამოყენება ცისტიტის პროფილაქტიკისათვის



ბაქტერიოფაგების გამოყენება ცისტიტის პროფილაქტიკის მიზნით საკმაოდ პერსპექტიული მიმართულებაა და მასზე დიდი იმედებს ამყარებენ… ჯერ-ჯერობით კვლევები ჩატარდა მხოლოდ in vitro და ცხოველებზე. Read the rest of this entry »

გიორგი ელიავა



გიორგი ელიავა - Giorgi Eliava
ცნობილი ქართველი მიკრობიოლოგი გიორგი ელიავასწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში (1912-1914 წწ.). 1916 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ამავე წელს დაინიშნა კავკასიის ფრონტის ქ. ტრაპიზონის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის გამგედ. 1917 წელს განაგებდა საქალაქთაშორისო კავშირის თბილისის ცენტრალურ ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიას.

ახალგაზრდა ქართველმა მეცნიერმა უნიკალური ვირუსი აღმოაჩინა. ეს უცნაური, თვალით უხილავი არსება საოცრად სიცოცხლის და ბრძოლისუნარიანი გამოდგა; მიკრობულ უჯრედში შეღწევისას ისეთი გამალებით იწყებდა გამრავლებას, რომ მალე ამ მიკრობისაგან აღარაფერი რჩებოდა.
მან ჯერ არ იცოდა, რომ პარიზში, პასტერის ინსტიტუტში მოღვაწე კანადელ ბაქტერიოლოგ ფელიქს დერელს ბაქტერიოფაგის ფენომენი უკვე აღმოჩენილი ჰქონდა და სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ბაქტერიოფაგის სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენებას. კანადელმა ბაქტერიოლოგმა მეცნიერული ახსნა მოუძებნა სპონტანური ლიზისის ფენომენს. დიზენტერიით დაავადებული ადამიანებიდან გამოყოფილ შიგელებზე დაკვირვების საფუძველზე მან დაასკვნა, რომ ბაქტერიების ლიზისი განპირობებული იყო უჩინარი ანტიბაქტერიული აგენტით, რომელიც ბაქტერიის ვირუსი უნდა ყოფილიყო და მას ბაქტერიის მშთანთქმელი ანუ “ბაქტერიოფაგი” დაარქვა.


ამ ახლადაღმოჩენილი “სასწაულის” საფუძვლიანი შესწავლის (და მომავლაში მისი გამოყენების) მიზნით, გიორგი ელიავა პარიზში გაემგზავრა, სადაც 1918-21 და შემდგომ 1925-27 წლებში მუშაობდა პარიზის პასტერის ინსტიტუტში. Read the rest of this entry »