четверг, 15 октября 2015 г.

გიორგი ელიავა



გიორგი ელიავა - Giorgi Eliava
ცნობილი ქართველი მიკრობიოლოგი გიორგი ელიავასწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში (1912-1914 წწ.). 1916 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ამავე წელს დაინიშნა კავკასიის ფრონტის . ტრაპიზონის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის გამგედ. 1917 წელს განაგებდა საქალაქთაშორისო კავშირის თბილისის ცენტრალურ ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიას.

ახალგაზრდა ქართველმა მეცნიერმა უნიკალური ვირუსი აღმოაჩინა. ეს უცნაური, თვალით უხილავი არსება საოცრად სიცოცხლის და ბრძოლისუნარიანი გამოდგა; მიკრობულ უჯრედში შეღწევისას ისეთი გამალებით იწყებდა გამრავლებას, რომ მალე ამ მიკრობისაგან აღარაფერი რჩებოდა.
მან ჯერ არ იცოდა, რომ პარიზში, პასტერის ინსტიტუტში მოღვაწე კანადელ ბაქტერიოლოგ ფელიქს დერელს ბაქტერიოფაგის ფენომენი უკვე აღმოჩენილი ჰქონდა და სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ბაქტერიოფაგის სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენებას. კანადელმა ბაქტერიოლოგმა მეცნიერული ახსნა მოუძებნა სპონტანური ლიზისის ფენომენს. დიზენტერიით დაავადებული ადამიანებიდან გამოყოფილ შიგელებზე დაკვირვების საფუძველზე მან დაასკვნა, რომ ბაქტერიების ლიზისი განპირობებული იყო უჩინარი ანტიბაქტერიული აგენტით, რომელიც ბაქტერიის ვირუსი უნდა ყოფილიყო და მას ბაქტერიის მშთანთქმელი ანუბაქტერიოფაგიდაარქვა.


ამ ახლადაღმოჩენილისასწაულისსაფუძვლიანი შესწავლის (და მომავლაში მისი გამოყენების) მიზნითგიორგი ელიავა პარიზში გაემგზავრა, სადაც 1918-21 და შემდგომ 1925-27 წლებში მუშაობდა პარიზის პასტერის ინსტიტუტშიRead the rest of this entry »

1 комментарий: