ბაქტერიოფაგები – (ბაქტერია და ბერძნ.
phagos – შთანმთქმელი. პირდაპირი გაგებით
– ბაქტერიათა შთანთქმელი), ფაგები,
ბაქტერიული ვირუსები, რომლებიც მრავლდება ბაქტერიებისა და აქტინომიცეტების უჯრედებში და იწვევს მათ დაშლას
– ლიზისს. ეს მოვლენა პირველად შენიშნა
1898 რუსმა მიკრობიოლოგმა ნ. გამალეამ,
ხოლო 1915 – ინგლ. მეცნიერმა ფ. ტუორტმა.
1917 ბაქტერიოფაგები აღწერა, შეისწავლა და მეცნიერულად ახსნა ფრანგმა მეცნიერმა დ’ერელმა.
სსრკ – ში ბაქტერიოფაგების შესწავლა პირველად თბილისში დაიწყო პროფ.
გ. ელიავას ხელმძღვანელობით;
მოგვიანებით (1936) ჩამოყალიბდა ბაქტერიოფაგების შემსწავლელი სპეციალური ბაქტერიოფაგების ინსტუტი (ამჟამად საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თბილისის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო ინსტუტი).Read the rest of this entry »
Цены ?
ОтветитьУдалить