понедельник, 3 марта 2014 г.

დამატებითი კვება

                                            
                                                       ბავშვთა კვება  6 თვიდან
                                                                                                          ნათია ცირდავა

     ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ბავშვები ექსკუზიურ ძუძუთი კვებაზე უნდა იმყოფებოდნენ 6 თვის ასაკამდე. თუმცა მკაცრი სამედიცინო ჩვენების არსებობისას , დამატებითი კვება ინდივიდუალურად შესაძლებელია დაინიშნოს 4 თვიდან ( არავითარ შემთხვევაში 4 თვემდე). 
  დამატებითი კვების ადრეული დაწყების ჩვენებაა: ჯანმრთელი ბავშვის მასის მატების შეჩერება ან ბავშვის დაუკმაყოფილებლობა და შიმშილი ძუძუთი შეუზღუდავი კვების ფონზე.
 დამატებითი კვება



     დამატებითი კვების დროს ბავშვს თავდაპირველად უნიშნავენ ვაშლის, შემდეგ ალუბლის ,ბროწეულის, ჭერმის წვენსწვენის მიცემა იწყება წვეთობით და თანდათან იზრდება 20-30მლ-მდე დღეშიხილის წვენი შეიცავს ნახშირწყლებს (რომელიც ენერგიის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს), კალიუმსრკინასმომჟავო ხილის წვენი ზავდება გამოხდილი ან გადადუღებული წყლით და ამატებენ სიროფს.ყვითელი ხილის და ბოსტნეულის წვენმა, აგრეთვე ხენდრომ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, ამიტომ მისი მიღება უნდა მოხდეს დიდი სიფრთხილით. ბროწეული, ალუბალი და შავი მოცხარის წვენი ხელს უწყობს ნაწლავთა შეკრულობას. ვაშლის და შავი ქლიავის წვენი - პირიქით.წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდირებული ციტრუსის წვენების დანიშვნა.აგრეთვე არ არის მიზანშეწონილი ყურძნის წვენის მიცემა ადრეულ ასაკში (აძლიერებს მეტეორიზმს). წვენის დანიშვნიდან 2-3 კვირის შემდეგ შეიძლება ხილის პიურის მიღება.
    პირველ დამატებით საკვებს ბოსტნეულის პიურე წარმოადგენს.თავდაპირველად ბავშვს ვთავაზობთ ერთი სახის ბოსტნეულს,შემდეგ შესაძლებელია სხვადასხვა ბოსტნეულის ერთდროული გამოყენება.ბოსტნეულის ერთდროული მომზადებისას კარტოფილი მთელი ულუფის ½ზე მეტს არ უნდა შეადგენდეს.პიურეს ამზადებენ მცენარეული ზეთით შესაძლებელია დაამატოთ კვერცხის გული. 7თვიდან კი - ხორცი.თავდაპირველად შეგიძლიათ მისცეთ კვერცხის გული ¼ , შემდეგ კი - ნახევარი.
    მეორე დამატებითი საკვებია ფაფეული, რომელსაც ჩვეულებრივ აძლევთ პირველი დამატებითი საკვების მიცემიდან 2-4 კვირის შემდეგ. უპირატესობა ენიჭება მარცვლეულს, რომელიც არ შეიცავს გლუტეინს (წიწიბურა,ბრინჯი,სიმინდი). თავდაპირველად მიზანშეწონილია ფაფის მომზადება ერთი ,შემდგომ კი სხვადასხვა ბურღულისგან.
 თვიდან რაციონში უნდა ჩართოთ ხორცის პიურე 5-30გრ-ის რაოდენობით.ჩვეულებრივ ხორცის პიურე ერევა ბოსტნეულს.ბავშვის კვებისთვის გამოიყენება როგორც ფრინველის , ასევე საქონლის ხორცი
  6-8 თვიდან ინიშნევა მაწონი და კეფირი.
   8  თვიდან შესაძლებელია კვების რაციონში თევზის გამოყენებაც . ამავე პერიოდიდან შესაძლებელია ბავშვს მივცეთ პური, ორცხობილა, ნამცხვარი. ხაჭოს და ნატურალური რძის გამოყენება შესაძლებელია
  9-12თვის შემდეგ.ამავე პერიოდიდან გამოიყენება ხორცის ნახარშიც.  

Комментариев нет:

Отправить комментарий