пятница, 11 января 2013 г.

ხორხის ტუბერკულოზი


ხორხის ტუბერკულოზი

ხორხის ტუბერკულოზი - წამოადგენს ფილტვების ტუბერკულოზის გართულებას და გვხვდება უპირატესად მამაკაცებში 20 – 40 წლის ასაკში. პათოლოგანატომიური ცვლილებები ხასიათდება ეპითელური ბორცვების წარმოქმნით. ინფილტრატების წარმოქმნისა და ტუბერკულების ხაჭოსებრი დაშლის დროს წარმოიქმნება წყლულები. Read the rest of this entry »

ხახის დამწვრობა


ხახის დამწვრობა

ხახის დამწვრობა - აღინიშნება როგორც უბედური შემთხვევა. მოზრდილებში მძიმე დამწვრობები წარმოიქმნება მთვრალ მდგომარეობაში მჟავეების (გოგირდმჟავა, ქლორწყალბადმჟავა, აზოტმჟავა), ტუტეების (მწვავე ნატრიუმი ან მწვავე კალიუმი), ნიშადურის სპირტის გადაყლაპვით. მძიმე დამწვრობები ხშირია ბავშვებში მწვავე სითხეების დალევისას.  Read the rest of this entry »

ხახის ტრამვა


ხახის ტრამვა

ხახის ტრავმა - შეიძლება იყოს შიგნიდან – დამჭრელი საგნის შეღწევით პირიდან ან ცხვირიდან (განსაკუთრებით ბავშვებში) და გარედან – კისრის ჭრილობების დროს.
ხახის ტრავმა - სიმპტომები. შიგა დაზიანების დროს აღინიშნება ტკივილი და ყლაპვის გაძნელება. დაზიანებას ადვილად ადგენენ დათვალიერებით (ფარინგოსკოპია, უკანარინოსკოპია). Read the rest of this entry »

ცხვირის ტრამვები


ცხვირის და მისი დანამატი წიაღების ტრამვები

ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების ტრავმები – გვხვდება ღია და დახურულიტრავმები. დაზიანების ხასიათი დამოკიდებულია დარტყმის ძალასა და მიმართულებაზე. ბლაგვი ტრავმები მიმდინარეობენ ცხვირის ძვლების, ზოგჯერ კი დანამატი წიაღების კედლების დახურული მოტეხილობით. ლორწოვანი გარსის გასკდომისას მოხოცვის შემდეგ ვლინდება სახის კანქვეშა ემფიზემა. ცხვირის მძიმე ტრავმები ხშირად მიმდინარეობს გონების დაკარგვითა და შოკით. ხშირია ცხვირიდან სისხლდენა, ცხვირის ძგიდის ჰემატომაRead the rest of this entry »

ყურის ბაროტრამვა


ყურის ბაროტრამვა

ყურის ბაროტრავმა - შუა ყურის დაზიანება ატმოსფერული წნევის რყევების შედეგად. წარმოიქმნება აფეთქების, კესონში მუშაობისას;  ხშირად ვითარდება მფრინავებში და წყალში მყვინთავებში. ატმოსფერული წნევის მომატების დროს, თუკი იგი დროულად არ გათანაბრდა, დაფის აპკი ჩაიზნიქება, ხოლო დაქვეითების დროს – გამოიბერება. ატმოსფერული წნევის მკვეთრი რყევები გადაეცემა დაფის აპკს, სასმენი ძვლების გავლით  კი შიგა ყურს და უარყოფითად მოქმედებს მის ფუნქციაზე. ბაროტრავმას შესაძლოა ახლდეს ასევე დაფის აპკის გასკდომა. Read the rest of this entry »

ყურის მექანიკური ტრამვა


ყურის მექანიკური ტრამვა

ყურის მექანიკური ტრამვა - ყურის ტრავმული დაზიანების განსაკუთრებით ხშირი სახე. დაზიანების ხასიათი დამოკიდებულია ტრავმის ინტენსივობაზე. შესაძლებელია დაზიანდეს არა მხოლოდ გარეთა ყური, არამედ შუა და შიგნითა ყურიც (ქალას ფუძის მოტეხილობა).Read the rest of this entry »

ტონზილიტი


ქრონიკული ტონზილიტი

ტონზილიტი ქრონიკული (chronic tonsillitis) - სასის ნუშების ანთება; ავადდებიან როგორც მოზრდილები, ასევე ბავშვები. მიზეზები: განმეორებითი ანგინები, იშვიათად სხვა მწვავეინფექციური დაავადებები (ქუნთრუშაწითელადიფთერია). ქრონიკული ტონზილიტის განვითარებას ხელს უწყობს ცხვირით სუნთქვის დარღვევა, ცხვირის დანამატი წიაღების დაავადებები, კარიესული კბილები, ალვეოლური პიორეა, ქრონიკული კატარულიფარინგიტი, ქრონიკული რინიტი.
 ქრონიკული ტონზილიტი

თანდაყოლილი სტრიდორი


თანდაყოლილი სტრიდორი

თანდაყოლილი სტრიდორი - ხორხის გარეთა რგოლის განვითარების ანომალია. ვლინდება ადრეული ბავშვობის ასაკში. ხორხსარქველი რბილია, ციცხვ-ხორხსარქველის ნაოჭები ერთმანეთთან მიახლოებულია და წარმოქმნიან თითქოსდა გაუშლელ აფრას, რომლებიც ჩასუნთქვისას ეკვრიან ხორხის ღრუს, რითაც აიხსნება ინსპირატორული ხმიანობა სუნთქვის დროს. დამახასიათებელია მსტვინავი სუნთქვა ჩასუნთქვის დროს. მისი ინტენსივობა მცირდება ძილის დროს და პირიქით, ძლიერდება მღელვარების, ყვირილის, ხველის დროს. ზოგადი მდგომარება ცუდი არ არის, ხმა შენარჩუნებულია. სტრიდორის მოვლენა 6 თვის ასაკში მცირდება და 2-3 წლის ასაკში მთლიანად გაივლის.  Read the rest of this entry »

ხორხის სტენოზი


ხორხის სტენოზი

ხორხის სტენოზი – ხორხის სანათურის მნიშვნელოვანი შევიწროება ან მისი სრული დახურვა. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ სტენოზებს. მწვავე სტენოზი შესაძლოა განვითარდეს უეცრად, ელვისებურად ან განვითარდეს თანდათანობით, რამდენიმე საათის განმავლობაში. აღინიშნება ჭეშმარიტი და ცრუ კრუპის, ბავშვებში მწვავე ლარინგოტრაქეობრონქიტის, ხორხის შეშუპების, ფლეგმონური ლარინგიტის, ქონდროპერიქონდრიტის, უცხო სხეულის, ტრავმის, უკანა ბეჭდ-ციცხვისებრი კუნთისორმხრივი დამბლის დროს. ქრონიკული სტენოზისათვის დამახასიათებელია ხორხის სანათურის ნელი და მყარი შევიწროება. თუმცა ხორხის ქრონიკულად მიმდინარე შევიწროების პერიოდში, არახელსაყრელი პირობების დროს (ანთება, ტრავმა, სისხლჩაქცევა და სხვ.) შესაძლოა სწრაფად განვითარდეს ხორხის მწვავე სტენოზი. ქრონიკული სტენოზები წარმოიქმნება ხორხის ნაწიბუროვანი ცვლილებების ნიადაგზე ტრავმის, ქონდროპერიქონდრიტის, სკლერომის, დიფთერიის, სიფილისის, სიმსივნის დროს. Read the rest of this entry »

ადენოიდები


ადენოიდები adenoids

ადენოიდები - ხახის (ცხვირ-ხახის) ნუშის პათოლოგიური ზრდა (ჰიპერპლაზია,ჰიპერტროფიით). ხახის ნუში კარგადაა განვითარებული ბავშვებში; დაახლოებით 12 წლის ასაკიდან იგი პატარავდება და მოზრდილებში მთლიანად ატროფირდება.
 ადენოიდები
ადენოიდები ხშირია 3 – 10 წლის ასაკის ბავშვებში, თუმცა შესაძლებელია აღინიშნებოდეს სიცოცხლის პირველ წლებში და სქესობრივი მომწიფების შემდეგაც. ადენოიდების განვითარებას ხელს უწყობს ბავშვთა ინფექციები (წითელაქუნთრუშადიფთერია), ზედა სასუნთქი გზების ვირუსული და მიკრობულ-ანთებითი დაავადებები, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, ალერგია; არ გამოირიცხება მემკვიდრეობითი ფაქტორის როლი. Read the rest of this entry »